თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, 2020 წლის 21 თებერვალს, 15:30 საათზე იგეგმება საკმაოდ აქტუალური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია თემაზე - ახალი კორონავირუსი.
ლექციას წაიკითხავს პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინის დარგში.
ლექციის დაწყებამდე სავალდებულოა ადგილზევე გაიაროთ რეგისტრაცია, რათა გადმოგეცეთ დამსწრეთა სერთიფიკატები
დასწრება თავისუფალია!