2020 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ორგანიზებით ტარდება საჯარო ლექცია „რობოტული ქირურგია - გერმანული გამოცდილება“, რომელსაც წაიკითხავს მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, პროფესორი რონალდ კრონერი.
ლექცია განკუთვნილია სტუდენტების, რეზიდენტების, დოქტორანტების, მოწვეული სტუმრებისა და თსსუ-ის აკადემიური პერსონალისათვის.
ლექცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "საბჭოების სხდომათა დარბაზში" (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.33).