აშშ-ში მოღვაწე ექიმის - ზურაბ გურულის საჯარო ლექცია

აშშ-ში მოღვაწე ექიმის - ზურაბ გურულის საჯარო ლექცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმის, პროფესორ ზურაბ გურულის საჯარო ლექციას უმასპინძლებს. 

"ძილის ობსტრუქციული აპნოე (დიკენსიდან სალივანამდე)" - თემაზე ქართველი ანესთეზიოლოგის თავისუფალი ლექცია, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის 5 ივნისს ჩატარდება.

პროფესორი ზურაბ გურული ამჟამად “მონტგომერის სამედიცინო ცენტრის” ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1992 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც რეზიდენტურა ტულანის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი კლინიკური პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტს ითვლის. 

ლექციის დასაწყისი: 15:00.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, სხდომათა (საბჭოების) დარბაზი, 1-ლი სართული.

დასწრება თავისუფალია.