საჯარო ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საჯარო ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 14 ნოემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „საბჭოების დარბაზში“ გაიმართება საჯარო ლექციები:

ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ო.დევალდი -             „გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები“. 

თსსუ-ის საპატიო დოქტორი, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე  -                               “ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის გაცვლითი პროგრამის წარმატებული 12 წელი”.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, „საბჭოების დარბაზი“.