2020 წლის 17 იანვარს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია ,,კიბო და ნუტრიციოლოგია“.ლექცია განკუთვნილია სტუდენტების, რეზიდენტების, დოქტორანტების, ონკოლოგების, ენდოკრინოლოგებისა და ნუტრიციოლოგიის მიმართულებით დასაქმებული ექიმებისთვის.
ლექციას წაიკითხავს ბრიტანეთის და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და პედაგოგი ადამიანის ნუტრიციოლოგიაში, ვენსტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი იჰაბ ტევფიკი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი ,,საბჭოების დარბაზი“.