ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორების საჯარო ლექცია თსსუ-ში

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორების საჯარო ლექცია თსსუ-ში

2019 წლის 4 ოქტომბერს 16:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებთან, ნათია ესიაშვილთან და მარკუს კლასთან გაიმართება შეხვედრა. ნათია ესიაშვილი გახლავთ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და ხარისხის უფროსი ოფიცერი , ხოლო მარკუს  კლასი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

შეხვედრა შეეხება შემდეგ საკითხებს:

ინტეგრირებული სწავლება - ძირითადი ფიზიოლოგიიდან - პაციენტის მოვლის ჩათვლით;

ანესთეზიოლოგიის კლინიკური როტაცია - მიღწევები და გამოწვევები;

კარიერა ონკოლოგიაში.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33. სართული 1, “საბჭოების დარბაზი“

დასწრება თავისუფალია!