26 მარტს 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორგანიზებით, ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება მხარდამჭერი ღონისძიება - იასამნისფერი დღე.
ღონისძიებას გაუძღვება თამარ ედიბერიძე - ეპილეფსიასთან ბრძოლის საერაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების გენერალური მდივანი.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, საბჭოების დარბაზი.