ახალგაზრდულ ლიტერატურულ გადაცემაში  „წიგნების თარო“   მონაწილე გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდულ ლიტერატურულ გადაცემაში „წიგნების თარო“ მონაწილე გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

“წიგნების თაროს”  მე-4 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა სავალდებულოა გაიარონ  შემდეგი ეტაპები:

1. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი  გუნდი, 3 მოთამაშე,  გადაცემის ფეისბუქის  გვერდზე ან პირველი არხის ვებ. გვერდზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით;

2. დარეგისტრირებულ  გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც “წიგნების თაროს” შემოქმედებითი  ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

გუნდის წევრი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. 2019-2020 სასწავლო წელს, იყოს  სტუდენტი.

2. თავის გუნდელებთან ერთად იყოს ერთი კონკრეტული უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტი.

3. არ იყოს  „წიგნების თაროს“  წინა სეზონების  გამარჯვებული.

 

რეგისტრაციის ვადები -  20.11.2018 - 20.12.2019

აპლიკაციის მისამართი:  http://registracia.1tv.ge

“წიგნების თაროს” ფეისბუქ გვერდი:  https://www.facebook.com/wignebistaro

პირველი არხი პროექტის მონაწილეებს გადასცემს  წიგნებსა და სხვადასხვა საჩუქარს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი - დიდ ბრიტანეთში,  კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!

საკონტაქტო ინფორმაცია: 574241514; 598491956;

               

“წიგნების თაროს” შესახებ

“წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული გადაცემაა, რომლის თემატიკას  წარმოადგენს ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო.

თამაში შედგება 3 ეტაპისგან:

პირველი ეტაპი:  გუნდები 9  ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის  შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ  წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი  პასუხი 1 ქულით შეფასდება.

მეორე  ეტაპი: სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში,  მეცნიერებასა და სპორტში.  კითხვის დასმისთანავე  გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2  ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.

მესამე ეტაპი: თამაშს ასრულებს ბლიც - ტური.  ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც  გუნდი ირჩევს  თავად. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც  ჯამურად მეტ ქულებს  დააგროვებს.