ღია კარის დღე - ONLINE

ღია კარის დღე - ONLINE

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  აბიტურიენტებისთვის „ღია კარის დღეს“ დისტანციურ რეჟიმში, უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე,  Live-ის მეშვეობით გამართავს.

თსსუ-ის რექტორი და ფაკულტეტის დეკანები წარადგენენ დეტალურ ინფორმაციას  თსსუ-ის შესახებ, საბაკალავრო და  ერთსაფეხურიან პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრებენ ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებზე.  ასევე  წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან,  ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ  გამოაგზავნონ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ask@tsmu.edu ან ღია კარის დღის მსვლელობისას კომენტარის სახით დატოვონ ისინი და პირდაპირ ეთერის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. 

თარიღი: 6 ივნისი

დრო: 13:00 საათი

ადგილი: facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity/  

Newposts.ge ღონისძიების შესახებ
Interpressnews.ge ღონისძიების შესახებ