ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 3 ივნისს, 12:00 საათიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იქნება მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამა და საექთნო საქმის  და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

13:00 საათიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მათ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას  უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიური აქტივობით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და ცენტრებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენენ.

თარიღი: 3 ივნისი 

დრო: 13:00 საათი

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, თსსუ–ის III კორპუსი.

გისურვებთ წარმატებებს!