შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს,   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი პროექტის - “ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის  სერვისების განვითარება საქართველოში“ - განხორციელებასთან დაკავშირებით. 

პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პეტრ მიკისკა; ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი რადეკ პოლიცარი;  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში, ბატონი იან ჩერნიკი,  ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ლუცია ნეჩასოვა; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი სოფია ქამუშაძე.

მემორანდუმის საფუძველზე, - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის  ცენტრის  ამოქმედებაა.  შენობის მშენებლობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დააფინანსებს, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში განახორციელებს ცენტრის მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვას.