შოთა კეპულაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

შოთა კეპულაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) №1 საკონფერენციო დარბაზში შედგება შოთა კეპულაძის სადისერტაციო ნაშრომის – „ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის თავისებურებები ძუძუს სხვადასხვა მოლეკულური ქვეტიპის მქონე ინვაზიური სადინროვანი კარცინომის პირველად კერასა და მეტასტაზურ ლიმფურ კვანძებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ირაკლი კოხრეიძე - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ომარ ხარძეიშვილი  -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;   

დიმიტრი კორძაია  -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მიხეილ ჯანჯალია  -  მედიცინის აკადემიური დოქტორი.