შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატურ და ინტერდისციპლინურ მიმართულებებში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდას, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
რეგისტრაციის გრაფიკი:
ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 2 ივნისიდან 23 ივნისის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2026 წლის 3 ივლისის 18:00 საათამდე.
კონკურსის პირობებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.