2022/2023 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2022/2023 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

 19 სექტემბერი 


09:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში დაიწყება  პირველსემესტრელთა შეკრება.

10:00 – 11:30  -  2022-2023 სასწავლო წლის ოფიციალური ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.

პირველსემესტრელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები.

დაჯილდოება:

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ათ ყველაზე რეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოებს სახელმძღვანელოებითა და უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაწყობილი სამახსოვრო საჩუქრებით.

12:00  - ფაკულტეტების დეკანების  შეხვედრა პირველსემესტრელებთან:

  

მედიცინის  ფაკულტეტი

III კორპუსი, III სართული,  „თეატრალური დარბაზი” 

სტომატოლოგიის  ფაკულტეტი

 

ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული,  „საბჭოების სხდომათა დარბაზი

ფარმაციის ფაკულტეტი   

ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული

სადისერტაციო საბჭოების დარბაზი

საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ფაკულტეტი

სასწავლო კორპუსი, II სართული, ბიბლიოთეკისსამკითხველო დარბაზი

ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  ფაკულტეტი

III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია

12:30  საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები  

III კორპუსი, IV სართული, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის აუდიტორია

                                  

18:00  - თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო  დამსახურებული ანსამბლის კონცერტი თსსუ-ის  საპატიო სტუმრებისა და სტუდენტებისთვის (მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის III სასწავლო კორპუსი, III სართული, “თეატრალური დარბაზი”).