2018 წლის 23 მაისს, 19:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ თსსუ-ის ცეკვისა და სიმღერის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდისა და გოგონათა ანსამბლ "დეკას" სოლო კონცერტს. სცენაზე გაჟღერდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული და ტრადიციული სიმღერის ნიმუშები.
ღონისძიება გაიმართება თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსის მე-3 სართულზე , თეატრალურ დარბაზში.
ხელმძღვანელები: დავით რატიანი და დათუნა რატიანი.
დასწრება თავისუფალია!