თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ეხმიანება რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის ახლოს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ისრაელის დროშის შელახვა მოხდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ათასობით სტუდენტი იღებდა და იღებს განათლებას, ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო და არის თანასწორი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. 

ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც  ხელს შეუწყობს შესაძლო დაძაბულობას  და  შუღლის გაღვივებას. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის შელახვის მცდელობებისგან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე გაატარა ყველა შესაბამისი ღონისძიება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (174-ე მუხლი 18 პრიმა) შესაბამისად დაჯარიმებულია 4 პირი.