სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 24 აპრილს ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მართავს 21-ე  სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენციას [Students’ Teaching Scientific Talks].

თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის :

1. კონფერენციაში მონაწილე უნდა სწავლობდნენ თსსუ-ში, ან საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტზე, ან EMSA-ს ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეგისტრირებულ სამედიცინო სკოლაში;

2. ერთ ავტორს შეუძლია მაქსიმუმ ორი ნაშრომის წარმოდგენა;

3. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Power Point 2013-2016-ში, რომელიც აბსტრაქტთან ერთად უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში რეგისტრაციის გავლისას. პრეზენტაცია აუცილებლად უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

4. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი ენობრივი სექციები: ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, ფრანგულის;  სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის;

5. პრეზენტაციაში მიუთითეთ ხელმძღვანელი!

გაიარეთ რეგისტრაცია:

https://forms.gle/FDmcpon7gm5hbHpv7

კონფერენცია გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 405 ოთახი, 

ელ.ფოსტა: tsmu.scientific@gmail.com 

ტელ: 555 631 404 - ლევან ცაგურია

გისურვებთ წარმატებებს!