შვეიცარიის მთავრობის  სტიპენდია ქართველი მკვლევარებისთვის

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდია ქართველი მკვლევარებისთვის

შვეიცარიის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად საერთაშორისო გაცვლითი  პროგრამებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს სტიპენდიების გაცემა.  

სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მაგისტრებისა და  დოქტორის ხარისხის მქონე პირებისთვის. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ჩართულია შვეიცარიის ყველა კანტონალური უნივერსიტეტი და ტექნოლოგიების ორი ფედერალური დაწესებულება.  

სტიპენდიის მიღების  კრიტერიუმებია : 1)  კანდიდატის ბიოგრაფია ; 2)  წარდგენილი პროექტის ხარისხი და სარწმუნოობა 3) წარდგენილი კვლევის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა;   კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს აკადემიური ხელმძღვანელის მიერ.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.  

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსსუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს: t.tkeshelashvili@tsmu.edu; ტელ.: 032 254 24 66.