შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მაქსიმალური ასაკი 35 წელია.
პროგრამა მოიცავს სტიპენდიის სამ მიმართულებას:
• კვლევითი სტიპენდია - განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 12 თვის ვადით;
• სადოქტორო სტიპენდია - ასევე განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და ითვალისწინებს დაფინანსებას მაქსიმუმ 36 თვის განმავლობაში;
• ხელოვნების სტიპენდია - განკუთვნილია ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 21 თვის ვადით.
განაცხადების მიღება 2026 წლის 20 აგვისტოს დაიწყო.
განაცხადების წარდგენის კონკრეტული ვადები თითოეული ქვეყნისთვის 2026 წლის აგვისტოში გამოქვეყნდება შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.