2026 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე შედგება თამთა ყველიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები და ჰორმონული ექსპრესიის თავისებურებები დისპლაზია-კარცინომის განვითარებაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
გიორგი დიდავა - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
მიხეილ ჯანგავაძე - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მირანდა გუდაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მიხეილ შავდია - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.