თამარ ლაზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

თამარ ლაზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 25 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) #1 სხდომათა დარბაზში შედგება თამარ ლაზაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის – „რეზისტინის კლინიკური და პროგნოზული მნიშვნელობა კვების დარღვევებით მიმდინარე დემენციების დროს“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი

ვერა კაპეტივაძე - თსსუ-ის შინაგან  დაავადებათა  პროპედევტიკის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

სამეცნიერო კონსულტანტი

თეიმურაზ სილაგაძე - თსსუ-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ექსპერტები:

ქეთევან ხითარიშვილი - თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ირმა მამაცაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მანანა ბოკუჩავა -  „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს პროფესორ-კონსულტანტი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.