2026 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება თამარ ქაშიბაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი პარამეტრების მნიშვნელობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკის გასაზღვრისათვის ქ. თბილისში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ნინო კილაძე - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ელინა ბაქრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოლოგიის აკადემიური დოქტორი;
ანკე ჰუელსი - ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ეპიდემიოლოგიისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (PhD).
ექსპერტები:
1. ლელა სტურუა - თბილისის სამედიცინო აკადემიის აფილირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
2. ირაკლი მჭედლიშვილი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
3. შალვა (დავით) ზარნაძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.