2023 წლის 21 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება თამარ ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომის – „ოქსიდაციური სტრესის როლი გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების სპორტული გადაწვრთნით განპირობებული დაზიანების პათოგენეზში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ლელა მასხულია - თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ზურაბ ფაღავა - ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოპულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
არჩილ ჩუხრუკიძე - თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ზეინაბ სოფრომაძე - თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.