თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VIII მოწვევის არჩევნები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VIII მოწვევის არჩევნები

2024 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VIII მოწვევის არჩევნები ჩატარდება. თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობაში არჩეული იქნება 126 წევრი.

არჩევნებში მონაწილეობა, როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის უფლებით, შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე ყველა  თსსუ-ის სტუდენტს.

თსსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოიცავს პერიოდს 2024 წლის 30 ნოემბრიდან 2024 წლის 6 დეკემბრის 18:00 საათამდე.

სტუდენტურმა ორგანიზაციამ ან საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) სტუდენტურმა ორგანიზაციამ ან საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე სტუდენტთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 10% მხარდამჭერთა სია, რომლებიც ეთანხმებიან ამ სუბიექტების მონაწილეობას არჩევნებში. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე არსებული აქტიური სტუდენტების საერთო ჯამის 10 % ნაკლებია 50-ზე, ორგანიზაციამ ან საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 50 კაციანი სია. სუბიექტებმა სტუდენტურ თვითმმართველობაში მოსახვედრად უნდა გადალახონ საარჩევნო სუბიექტებისათვის (სტუდენტური ორგანიზაცია ან საინიციატივო ჯგუფი) დაწესებული 5% -იანი ბარიერი, ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ მიღებული ხმები თანაბრად გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, ვინც გადალახეს არსებული ბარიერი.

ბ) პროპორციული სისტემით ასარჩევი კანდიდატების სია პირადობის მოწმობის ასლთან  და სტუდენტის ცნობასთან ერთად.

გ) წესდების ასლი, სტუდენტური ორგანიზაციების კოალიციის შემთხვევაში – სიაში შემავალი სტუდენტური ორგანიზაციების წესდებათა ასლები.

დ) დარეგისტრირებულმა სუბიექტმა პროპორციული სისტემისათვის თავისი ნიშნის ქვეშ უნდა წარადგინოს ფაკულტეტზე  კანდიდატების მინიმუმ ის რაოდენობა რამდენი მანდატიც არის საარჩევნო უბანზე (ფაკულტეტზე) გამოყოფილი პროპორციული სისტემით (მედიცინის ფაკულტეტი-40; მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ერთობლივად-38; სტომატოლოგიის ფაკულტეტი-12; ფარმაციის ფაკულტეტი-12; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი-12; ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი-12).

ე) სტუდენტურმა ორგანიზაციამ/საინიციატივო ჯგუფმა უნდა მიმართოს განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს შესაბამის უბანზე დარეგისტრირების შესახებ 2024 წლის 30 ნოემბრიდან  6 დეკემბრის ჩათვლით. .

ვ) განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ მუხლის ა, ბ, გ, დ, ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ზ) ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის არასრულად ან ხარვეზებით წარმოდგენის შემთხვევაში, ცესკოს უფლება აქვს  რეგისტრაციაში არ გაატაროს სტუდენტური ორგანიზაცია ან საინიციატივო ჯგუფი.

დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური განცხადების ფორმით. განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33; თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101;

სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი; 12:00-18:00 სთ.

ელ.ფოსტა: ceskotssu@gmail.com