თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი 2022”

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი 2022”

2022 წლის 2 დეკემბერს, 16:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, მესამე სასწავლო კორპუსი, ,,თეატრალური დარბაზი“) საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი-2022”. 

ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია, ხოლო მისი ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 6 ქართული და 2 უცხოური უნივერსიტეტის თეატრალური დასების სპექტაკლები. 

ფესტივალის პროგრამა:

2 დეკემბერი, 16:30 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - “ძველი თბილისის მელოდიები”;

3 დეკემბერი, 16 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”;

4  დეკემბერი, 16 საათი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA ,,ორკესტრი“;

5  დეკემბერი, 16 საათი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) - “დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ”; 

6  დეკემბერი, 16 საათი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ,,ვთამაშობთ სამანიშვილს“;

7 დეკემბერი, 16 საათი - უკრაინის სტუდენტური დასი  - ,,სიყვარული მინდა“;

8 დეკემბერი, 16 საათი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ,,ბოდიში რომ ცოცხალი ვარ“;

9 დეკემბერი, 16 საათი - მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  - ,,გასასვლელი არ არის“. 

ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში. 

ჟიურის შემადგენლობაში შედიან: რეჟისორი ციცი კობიაშვილი, მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე, გიორგი ჯიქია, ეკა მოლოდინაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი,  ეკა მჟავანაძე, ზუკა პაპუაშვილი, ია სუხიტაშვილი და  თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

2022 წლის 10 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია!