2023 წლის 30, 31 მაისს, და 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა და თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს ტკივილის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი, თსსუ-ის მოწვეული პროფესორი გიორგი მიქელაძე.
30 მაისი, 13:00 - პაციენტთან ურთიერთობა (ქართულ ენაზე)
31 მაისი, 13:00 - ტკივილის მედიცინის საფუძვლები (ქართულ ენაზე)
31 მაისი, 14:30 - პაციენტთან ურთიერთობა და ტკივილის მართვა (ინგლისურ ენაზე)
1 ივნისი, 13:00 - რეაბილიტაციის საფუძვლები (ქართულ ენაზე)
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსი, პირველი სართული, საკონფერენციო დარბაზი