თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 5-თვიანი მობილობის განსახორციელებლად დიჯლეს უნივერსიტეტში (თურქეთი).

მობილობის დასაწყისი: 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია). 

  გასაუბრებაზე წარმოსადგენი  სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);;  

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი  GPA –ის მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე. 

გთხოვთ, 2024 წლის 10 მაისის 15:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე sms.tsmu.edu 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451