ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2019 წლის საშემოდგომო სესიის შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა დააფინანსოს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ 2019 წლის ბოლომდე ჩასატარებელი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებსა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობისათვის დადგენილი საფასურის 50%, გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა მონაწილისათვის, (მიუხედავად იმისა, საფასური გადახდილია თუ არა).