თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

სტაჟირება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში.

სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე. 

სტაჟირების დასაწყისი -  2023 წლის 20 იანვარი 

სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) - 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის (15:00 საათამდე)  ჩათვლით.

გასაუბრება ჩატარდება 26 დეკემბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის მე–3 სართულზე, ოთახი #305.

გასაუბრებას ჩაატარებს თსსუ-ის საპატიო დოქტორი,  გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია.

 შერჩეული კანდიდატები უზრუნველყოფილი იქნებიან  საცხოვრებლით, კვებით და სტიპენდიით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი #507, ტელ: (032) 2542450, (+995) 577412471