თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  VIII, IX, X, XI  სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X, XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული ERASMUS+ ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად შარიტეს – ბერლინის  სამედიცინო უნივერსიტეტის (Charité – Universitätsmedizin Berlin ) კლინიკაში 3 თვიანი მობილობისთვის. 

მობილობის პერიოდში კლინიკური როტაციები ჩატარდება შემდეგ სპეციალობებში:

1. ქირურგია

2. შინაგანი მედიცინა

3. ანესთეზიოლოგია

მობილობის დასაწყისი - 2023  წლის ოქტომბერი. 

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გასაუბრების დროს  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პასპორტის ასლი;

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;  

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( მინიმუმ B2 დონე);

ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ ჯამური GPA –ის მითითებით;

CV (ევროპული ფორმატის სახით ფოტოსურათით - Europass CV);

სამოტივაციო წერილი.

გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბერს, პარასკევს, 15:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507. 

გისურვებთ წარმატებას!