თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  VIII, IX, X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული ERASMUS+ ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად მაგდებურგის უნივერსიტეტში.     

მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე. 

მობილობის დასაწყისი: 2023 წლის გაზაფხული.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:

ცნობა  სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; 

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1);

ცნობა  აკადემიური  მოსწრების შესახებ  (GPA-ის მითითებით);  

CV (ევროპულ ფორმატში ფოტოსურათით);

სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451;