თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

მობილობის დასაწყისი -2024 წლის შემოდგომა.

მობილობის ხანგრძლივობა - 2 თვე.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გასაუბრების დროს  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;  

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი  GPA –ის მითითებით;

CV (ევროპული ფორმატის სახით, ფოტოსურათით);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე  (sms.tsmu.edu)

გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 19 მარტს, 15:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. ტელ +995 32 254 24 51/48