თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII-X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII-X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი  სტიპენდიების მოსაპოვებლად შარიტეს – ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (Charité – Universitätsmedizin Berlin ) კლინიკაში 3 თვიანი მობილობის განსახორციელებლად.

კლინიკური როტაციები ჩატარდება შემდეგ სპეციალობებში:

ქირურგია

შინაგანი მედიცინა

ანესთეზიოლოგია

მობილობის პერიოდი – 3  თვე (90 კალენდარული დღე). 

მობილობის დასაწყისი -2022 წლის აპრილი. 

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

კონკურსანტებმა გასაუბრებისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

პირადობის მოწმობა 

აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა,  

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 

ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე) ჯამური GPA –ის მითითებით;

CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით).

გასაუბრება ჩატარდება 5 ნოემბერს, პარასკევს 15:00 საათზე.

თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, # 418-ე ოთახი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს; 

ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451

გისურვებთ წარმატებას!