თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პადუას უნივერსიტეტში (პადოვა, იტალია).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდგომის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) დაფინანსდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა აქტიური სტუდენტის/რეზიდენტის სტატუსის შესახებ;
• ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი.
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში: 2026 წლის 27 მარტს, 16:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N407
ელ-ფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu
ტელ: (032) 254 24 50