საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 7 ოქტომბრის N 1 საოქმო გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2026 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება;
პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
რეზიუმე (CV);
ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 19 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 23 ოქტომბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე;
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 224.