თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს  მიღებას UNIcert®-II-III საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსზე სამედიცინო ინგლისურ და გერმანულ ენებში (შეესაბამება B2-C1 დონეებს). კურსის გავლისა და შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სასწავლებლებში. 

სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა, მათ შორის, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში, გაიაროს პრაქტიკა ევროპის წამყვან კლინიკებში. 


კურსის ხანგრძლივობა დონეების მიხედვით - 5-8 თვე; 

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (3-3 აკადემიური საათი);

კურსის ყოველთვიური საფასური - 265 ლარი. 

უცხოური ენების ცენტრი აგრეთვე აცხადებს მიღებას ინტენსიური სწავლების ფასიან კურსებზე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ (A1 / A2 / B1 / B2 / C1 დონეზე) და ლათინურ ენებში.


კურსის ხანგრძლივობა დონეების მიხედვით - 4-8 თვე; 

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (2 -2 აკადემიური საათი);

კურსის ყოველთვიური საფასური - 150 ლარი.

კურსის დასრულებისა და სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბერაბის შემდეგ გაიცემა თსსუ უცხოური ენების ცენტრის სერთიფიკატი. 

ელ. ფოსტა: foreignlanguagecentre@tsmu.edu

საკონტაქტო ტელეფონები:  555 51 08 55; 599 96 12 02

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი, II სართული უცხოური ენების ცენტრი.