თეთრი ხალათების ცერემონია

თეთრი ხალათების ცერემონია

20 სექტემბერს 13:30 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა  პირველსემესტრელების მიღების საზეიმო ღონისძიებას „თეთრი ხალათების ცერემონიას” გამართავს.

20 სექტემბერს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ყოველწლიური ღონისძიების სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თეატრალური დარბაზი, III კორპუსი, III სართული.