2025 წლის 6 თებერვალს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება თეონა ჭანუყვაძის სადისერტაციო ნაშრომის - „რქოვანას დაავადებების ქირურგიული მკურნალობა პიობაქტერიოფაგით გაჯერებული ამნიონური მემბრანით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნინო კარანაძე - თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი; მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
გიორგი ჩიჩუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მაია ბერაია - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ნანა ნიკოლაიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი.