2024 წლის 3 დეკემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება თეონა მსხალაძის სადისერტაციო ნაშრომის - „სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია ფილტვების ტუბერკულოზის კომპლექსურ მართვაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
კახა ვაჭარაძე - თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
ვახტანგ ქაცარავა - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, თორაკალური და პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მარინა კიკვიძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
შორენა საბანაძე - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის I თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.