თეონა მუზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

თეონა მუზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021 წლის 16 ივლისს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება თეონა მუზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „სასქესო ჰორმონების რეცეპტორებისა და BRAF/V600E მუტაციის ექსპრესიის თავისებურებანი ჰაშიმოტოს თირეოიდიტისა და პაპილური კარცინომის თანაარსებობის დროს“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ექსპერტები:

რიმა ბერიაშვილი - თსსუ-ის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის მიმართულება, ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის  პროფესორი;

რემა ღვამიჩავა  - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

მირანდა გუდაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;.