ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა ლაიონს კლუბის დაფუძნების ცერემონიალი

ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა ლაიონს კლუბის დაფუძნების ცერემონიალი

2018 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ცისფერ დარბაზში“ ტარდება „ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა ლაიონს კლუბის“ დაფუძნების ცერემონიალი, რომლესაც ჩაატარებს „საერთაშორისო ლაიონს კლუბის“ წევრი, ნინო კარანაძე. 

„ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა ლაიონს კლუბის“ წევრები არიან: თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, უმცროსი ექიმები და კურსდამთავრებულები. კლუბის დაარსების ცერემონიალს დაესწრებიან „ლაიონს ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლები საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ლაიონს კლუბების კოორდინატორი ბატონი იორნ ანდერსენი და საერთაშორისო ურთიერთობათა  პრეზიდენტი ბატონი ბენტ იესპერსენი.