სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 19 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, იგეგმება ფესტივალი "თეთრი ხალათი" . ფესტივალის პროგრამა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს.
ფესტივალის მიზნებია :
თსსუ–ის სტუდენტების ჩართვა საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში;
უნივერსიტეტში მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების დანერგვა და მართვა;
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მავნე ჩვევების საწინააღმდეგო პროპაგანდა;
სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა;
ახალგაზრდების ჩართვა უნივერსიტეტში არსებულ აქტივობებში და სტუდენტური წლების გამრავალფეროვნება.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ თსსუ–ის სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საგანმანათებლო მიმართულება– ნინო შარაშენიძე 551983839, თამარ ფუტკარაძე 597093948;
სპორტული მიმართულება – სოლომონ ერგემლიძე 598462404;
კულტურული მიმართულება – ბექა გოგინაშვილი 558093093.
ფესტივალის განრიგი:
19/10 – ჭადრაკი
22/10-03/11 – ფეხბურთი
25-26/10 – რა? სად? როდის?
01-02/11– დებატების ჩემპიონატი
06/11– მაგიდის ჩოგბურთი
07/11– ნარდი; შაში
08/11 – კალათბურთი
09/11-11/11 – ფრენბურთი
13/11– მკლავჭიდი
15/11 – City Game
16/11 - პოეზიის საღამო "ვკითხულობთ გალაკტიონს"
ფესტივალზე მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე