თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. იგი უკავშირდება ფრედერიკ ბანტინგის სახელს, რომელმაც 1921 წელს აღმოაჩინა ინსულინი. 90 წლის განმავლობაში ინსულინის გამოყენებამ მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. დიაბეტის  დღე ფართოდ აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია არსებობს. განსაკუთრებით ემზადება კლინიკა 2015 წელს, რადგან სწორედ 13 ნოემბერს, 14:00–ზე იხსნება ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი (ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა გორდელაძე), სადაც დიაბეტიან ბავშვთა სტაციონარული მომსახურების გარდა, იმუშავებს დიაბეტის სკოლა, უმკურნალებენ  სხვა ენდოკრინული პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც.