თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის და თსსუ–ის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ცხადდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგები შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებზე

თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის და თსსუ–ის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ცხადდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგები შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებზე

სიახლე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის და თსსუ–ის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ცხადდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგები შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებზე:

1. "ექოკარდიოგრაფიის ბაზისური უნარ–ჩვევების შესწავლა მაღალტექნოლოგიური სიმულატორების გამოყენებით" – 5 დღიანი პროგრამა (25 კრედიტ ქულა). პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ:

– მულაჟზე მოძებნონ  ექოკარდიოგრაფიის ჩატარებისთვის შესაბამისი წერტილები/ორიენტირები;
– შეისწავლონ ყველა სტანდარტული ექოკარდიოგრაფიული მიდგომა;
– შეძლონ  ნორმალური და პათოლოგიური გამოსახულებების გარჩევა, პათოლოგიური ექოგრამების შეფასება კლინიკურ მონაცემებთან მიმართებაში.

 

2."მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიის ბაზისური უნარ–ჩვევების შესწავლა მაღალტექნოლოგიური სიმულატორების გამოყენებით" – 5 დღიანი პროგრამა (25 კრედიტ ქულა). პროგრამის ფარგლებში, მსმენელებს  საშუალება მიეცემათ:

– მულაჟზე განსაზღვრონ და დააფიქსირონ სხეულის ზედაპირული ანატომიური ორიენტირები;
– გაარჩიონ და სწორად შეაფასონ სხვადასხვა ულტრაბგერითი მიდგომები,  ნორმალური და პათოლოგიური  ექოგრამები.

 

3. "თვალის ბადურის დაავადებების შემსწავლელი კურსი სიმულატორის დახმარებით" – 3 დღიანი პროგრამა  (15 კრედიტ ქულა). პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ:

– ბადურის ნორმალური და პათოლოგიური მდგომარეობების გარჩევა;
– ბადურის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და პროგნოზირება (ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.)  ოფთალმოსკოპის გამოყენებით. 

მონაწილეობის მსურველები გთხოვთ  დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:

მისამართი:
– ვაჟა–ფშაველას გამზ. N29, II სასწავლო კორპუსი, II სართული, თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრი. ტელ.:254 25 28 / მობ.:  599 89 00 43

– ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, VII სართული, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, ტელ.: 254 25 43 / 254 25 53