თსსუ-ში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართება

თსსუ-ში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართება

2025 წლის 6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის და თბილისის სახელმწიდო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ.

სიმპოზიუმი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ექსპერტების მოხსენებებს კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ჰემატოლოგიის, რევმატოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებებით. 

ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარებისა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების გაუმჯობესება.

სიმპოზიუმი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში.