თსსუ-ში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართება

თსსუ-ში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს, ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

კვირეულის ფარგლებში, 19 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი, თსსუ-ის სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად, გამართავს პანელურ დისკუსიას თემაზე ერთიანი ჯანმრთელობის საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც ანტიმიკრობული რეზისტენტობის თანამედროვე გამოწვევებზე, მისი პრევენციის მნიშვნელობასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომის როლზე იმსჯელებენ.

დისკუსიის მიზანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.