თსსუ-ში ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართება

თსსუ-ში ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართება. 

ღონისძიება ეძღვნება პროექტის ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას. 

პროექტი „აფხაზეთი მე ვარ“ მიზნად ისახავს გმირთა ისტორიების გაცოცხლებას და იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც სამშობლოსა და მშვიდობისთვის იბრძოლეს.

ფილმის ჩვენება გაიმართება 11 ნოემბერს 18:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში.

ფილმის შემოქმედებითი გუნდი:

იდეის ავტორი და პროდიუსერი – შორენა ჯავაშვილი

რეჟისორი და ოპერატორი – გია კაიშაური

მე-7 ნაწილის რეჟისორი – ჯავარა ბენია

მონტაჟის რეჟისორი – ლევან მაჭავარიანი

გამხმოვანებელი – ვარლამ კორშია

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები – მომავალი თაობისთვის“, რომლის ხელმძღვანელები არიან ნათია ფეიქრიშვილი, მაკა ცაბუტაშვილი და გია კაიშაური. 

დასასრულს გაიმართება საპატიო მშვიდობის ელჩების სიგელების გადაცემის ცერემონია.