თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

2025 წლის 10 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თსსუ-ის პირველ სასწავლო კორპუსში („ცისფერი დარბაზი“) სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“.

აქციის განხორციელებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

- სხეულის წონა 55 კგ ან მეტი;

- არ აქვს გადატანილი ჰეპატიტი B ან C, შიდსი (HIV) ან სიფილისი;

- არ არის დაავადებული აივ ინფექციით, მალარიით;

- არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი;

- ბოლო 6 კვირის განმავლობაში არ ყოფილა ორსულად.

უანგარო დონაციის პროცესში მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითია და ღონისძიებაში ჩართვა შეუძლიათ თსსუ-ის ყველა სტუდენტს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

სისხლის დონაცია უსაფრთხო, მარტივი და პრაქტიკულად უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის შედეგად ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი შეიძლება რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი გახდეს.