თსსუ აცხადებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციას 2023/2024 სასწავლო წლისათვის

თსსუ აცხადებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაციას 2023/2024 სასწავლო წლისათვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2023/2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს საექიმო სპეციალობის  მაძიებელთა რეგისტრაციას შემდეგ საექიმო სპეციალობებში:


1.  „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ - საკონკურსო ადგილი - 1;

2.  „ენდოკრინოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 2;

3.  „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;  

4.  „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 2;  

5.  „რევმატოლოგია“ – საკონკურსო ადგილი – 1;

6.  „ნეონატოლოგია“ –   საკონკურსო ადგილი – 1;

7.  „ბავშვთა ინფექციური სნეულებები“ – საკონკურსო ადგილი – 1;

8.  „ბავშვთა ენდოკრინოლოგია – საკონკურსო  ადგილი – 1;

9. „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“  – საკონკურსო  ადგილი – 6;

10. დერმატო-ვენეროლოგია - საკონკურსო  ადგილი –2;

11. „ნევროლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 10;

12. „ფსიქიატრია“ - საკონკურსო  ადგილი – 6;  მათ შორის:

        12.1  ქ. თბილისის კლინიკები - 5;

        12.2 „ხონის ფსიქიატრიული კლინიკა“ –  1  ადგილი.

13. „პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ – საკონკურსო   ადგილი – 2;

14. „სისხლძარღვთა ქირურგია“ - საკონკურსო ადგილი - 2;

15. „მეანობა–გინეკოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 4; 

16. „ნეიროქირურგია“ - საკონკურსო  ადგილი – 1;

17. „უროლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 1;

18. „ოფთალმოლოგია“- საკონკურსო  ადგილი – 4;

19. „გადაუდებელი მედიცინა“ – საკონკურსო ადგილი – 11; 

20. „კლინიკური ტოქსიკოლოგია“- საკონკურსო  ადგილი – 2;

21. „კლინიკური ონკოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 5;

22.  „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ – საკონკურსო  ადგილი – 3;   

23.  „სასამართლო მედიცინა“ - საკონკურსო ადგილი - 4;

24.  „ლაბორატორიული მედიცინა“ – საკონკურსო  ადგილი  – 15;

25.  „ორთოდონტია“ - საკონკურსო ადგილი -  1.


სპეციალობის მაძიებელთა რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე  www.tsmu.edu/registracia დაიწყება 2023 წლის 25 მაისს, 13.00  საათზე. 

რეგისტრაცია და აქტივაცია (აქტივაციის ბმულზე გადასვლა) დასრულდება 1 ივნისს, 13.00  საათზე.