თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).
პრიორიტეტული მიმართულება - ეპიდემიოლოგია.
მსურველებთან გასაუბრება ჩატარდება 25 ივნისს 16:00 სთ-ზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამანტში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 407).
აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება: CV, სამუშაო გეგმა, ინგლისური ენის ცოდნის დონე და მზადყოფნა ლექციების წასაკითხად მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება 2024 წლის შემოდგომის სემესტრში მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტის) ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე.